მკაცრი, მაგრამ სუპერეფექტური დიეტა 63 წლის მადონასგან - როგორ ინარჩუნებს გასაოცარ ფორმებს ვარსკვლავი - Marao

მკაცრი, მაგრამ სუპერეფექტური დიეტა 63 წლის მადონასგან - როგორ ინარჩუნებს გასაოცარ ფორმებს ვარსკვლავი

2022-07-04 14:16:37+04:00


მადონად ყოფნა სულაც არ არის ადვილი. 63 წლის მომღერალს ყოველი თავისუფალი წუთის სახისა და სხეულის მოვლაზე დახარჯვა უწევს.

მადონა იცავს ძალიან მკაცრ მაკრობიოტიკურ დიეტას, რომელიც გამორიცხავს ხორბალს, კვერცხს, ხორცს და რძის პროდუქტებს მისი კვების რაციონიდან.

დღე 1

დაიწყეთ დილა სუპით და ყავისფერი ბრინჯით. საშინლად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, ამ კერძს საკმაოდ მალე შეეჩვევით. სადილზე მოამზადეთ რაიმე ზღვის მცენარეებით და ბოსტნეულით.

დღე 2

იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზმი გაიწმინდოს ზღვის მცენარეებისა და მოხარშული ბრინჯისგან, დიეტის მეორე დღეს მიირთვით ბოსტნეული და ხილი, გაისეირნეთ, უყურეთ ფილმებს და დაისვენეთ.

დღე 3

ეს დღე მთლიანად სპორტს უნდა დაუთმოთ. ივარჯიშეთ, ირბინეთ და დაიღალეთ, რათა ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ. საუზმეზე ისევ შეგიძლიათ სუპის მირთმევა. საღამოს უმჯობესია ყველი ან სოიოს კერძები.

დღე 4

მიირთვით ქლიავი. ეს ხილი შეიცავს უამრავ ნივთიერებას, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება.

დღე 5 და 6

მიირთვით ყველაფერი, რაც გსურთ, თუმცა მცირე ულუფებით.

დღე 7

მიიღეთ ყველი, სალათები და ბოსტნეული.

დღე 8

გაიმეორეთ მეშვიდე დღის რუტინა. შეგიძლიათ დაუმატოთ კომბოსტო ან სხვა მსგავსი ბოსტნეული. ნუ მოერიდებით ხილის მირთმევას.

დღე 9 და 10

დიეტის ბოლო ორ დღეს ისევ სპორტს უნდა დაუბრუნდეთ. რაც შეეხება კვებას, ამ ორ დღესაც ბოსტნეული და ხილი დაგჭირდებათ.

„ოჯახური ბრძოლა გუშინ ღამით“ – მადონას 16 წლის ვაჟი კაბაში და ეპატაჟური დედა-შვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკეს

63 წლის მადონა კრიტიკის მსხვერპლი თამამი ფოტოების გამოქვეყნების გამო გახდა

"ფოტოშოპი დაავიწყდათ?" - მადონას თამამი ფოტოსესია, რომელმაც გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია