დედოფალი ლეტიცია უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მონარქია. ესპანეთის მეფის ფილიპ VI-ის ცოლს, რომელიც გამუდმებით კამერებისა და ჟურნალისტების წნეხის ქვეშ იმყოფება, ძალიან უჭირს მუდმივად უნაკლოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ლეტეცია დაკისრებულ პასუხისმგებლობას პირნათლად ასრულებს.
დღეს დედოფალი ლეტიცია და ევროპელი ლიდერების მეუღლეები, რომელთა შორის იყო საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონიც, მადრიდის სამეფო თეატრს ესტუმრნენ.
როგორც ღონისძიების მასპინძელს შეეფერება, ლეტიციას გარეგნობამ და სტილმა არა მხოლოდ მაკრონი, არამედ შეხვედრაზე მყოფი თითოეული სტუმარი დაჩრდილა.

დედოფალი თეატრში ვარდისფერი, ელეგანტური კაბით, გაშლილი თმითა და კრემისფერი ჩანთით გამოჩნდა, რომელსაც ასევე კრემისფერი ფეხსაცმელი შეუხამა.

დედოფალ ლეტიციას სილამაზის საიდუმლო მბზინავი სახის კანისთვის, რომლის გამეორებას ყველა შეძლებთ