ხვალ პარიზში დემნა გვასალია "ბალენსიაგას" 2022 წლის ოტ კუტიურ შოუს გამართავს. ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. დემნათი არა მხოლოდ სხვადასხვა მოდის სახლი, არამედ მოდის სფეროში ყველაზე დიდი კრიტიკოსი და „ვოგის“ ყველა გამოცემის საინფორმაციო პოლიტიკის უფროსი ანა ვინტური დაინტერესდა და აღნიშნა, რომ გვასალიასთან შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში სურდა.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში დემნას სახალისო ვიდეო გამოჩნდა. ინტერვიუს დროს დიზაინერს ტელეფონზე დაურეკეს, რაზეც განაცხადა, რომ ბებია ურეკავდა, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს.
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს" - ამბობს გვასალია ვიდეოში.
