ქეთა თოფურია საქართველოშია - მომღერალი ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოსასვლელად ემზადება - Marao

ქეთა თოფურია საქართველოშია - მომღერალი ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოსასვლელად ემზადება

2022-07-08 11:45:31+04:00


მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა. ქეთა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.

ამჟამად ქეთა თოფურია საქართველოშია – ის რამდენიმე დღის წინ მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩამოვიდა. ინფორმაციას „რადიო ფორტუნა“ ადასტურებს.

საქართველოს შემდეგ ქეთა იტალიაში მიფრინავს, სადაც ცნობილი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოვა

„საოცრებაა, ბადალი არ გყავს“ - რას წერენ ქეთა თოფურიას ახალ კოლექციაზე

ქეთა თოფურია ქმართან ერთად მოგზაურობს და ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს