რამირეზის და ლიოის ისტორია ერთი შეხედვით ფილმის სცენარს ჰგავს, სადაც ბიჭი ციხეში მიდის, გოგო კი მას წერილებს სწერს და საბოლოოდ ქორწინდებიან. ყოველშემთვხვევაში, რიჩარდ რამირესის, იგივე ღამის სტალკერის და მისი ცოლის ისტორია ნამდვილად ასე გამოიყურება. წყვილმა ურთიერთობა 1996 წელს დაიწყო, როდესაც რამირესი კალიფორნიის ციხეში სასჯელს იხდიდა მკვლელობების, სექსუალური ძალადობის, ძარცვის, ავტოკატასტროფების და სხვა დანაშაულების მრავალრიცხოვანი სიისთვის.
მოგვიანებით, „ნეთფლიქსმა“ რამირესსა და მის ცოლზე სერიალიც კი გადაიღო, რომელიც გამომძიებლების, ფრანკ სალერნოს და ჯილ ქარილოს მიერ დაწერილ დასკვნებს ეყრდნობა. მანამ სანამ რიჩარდს სიკვდილით დასჯიდნენ, ამერიკის ყველაზე ცივსისხლიანმა სერიულმა მკვლელმა ციხეში 24 წელი გაატაარა.
რამირესთან ურთიერთობის დასაწყისში დორინი კალიფორნიის ერთ-ერთ ჟურნალში რედაქტორად მუშაობდა. 1985 წლის შემდეგ, როდესაც რიჩარდი დაიჭირეს, ქალმა მას ათასობით წერილი და სტატია გაუგზავნა, რათა მკვლელს მისი სასამართლო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა მომავალი ქმარი რამდენჯერმე მოინახულა, ურთიერთობის გაოფიციალურების შემდეგ კი ციხეში კვირაში ოთხჯერ მიდიოდა.

1996 წელს მიცემულ ინტერვიუში ლიოიმ რამირესს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული უწოდა და ამტკიცებდა რომ რიჩარდი კეთილი, მხიარული და ქარიზმატული იყო, დიდებული ხასიათითა და ტემპერამენტით.
როდესაც ქალს ჰკითხეს, რატომ სურდა სერიულ მკვლელზე დაქორწინება, დორინი ამტკიცებდა რომ მას რამირესის უდანაშაულობის სჯეროდა და მისი ქმარი შეგნებულად არავის ავნებდა.
დორინის გრძნობების და ოცნებების მიუხედავად, წყვილი 2009 წელს, 13 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, რადგან ამ დროს რამირესს სასამართლო ექსპერტებმა დაუდასტურეს 9 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა და მკვლელობა.
ლიოის ამ ამბის შემდეგ საჯაროდ აღარასდროს უსაბრია, არც 2013 წელს, როდესაც რიჩარდ რამირესი სიკვდილით დასაჯეს. სასამართლო ექსპერტებმა განაცხადეს რომ რიჩარდის გვამი ციხიდან არავის გამოუთხოვია და 2009 წლის შემდეგ მკვლელს არცერთი ოფიციალური მნახველი არ ჰყოლია.
დორენი ბოლოს საჯაროდ 2019 წელს, მამის დაკრძალვაზე გამოჩნდა. როგორც ჩანს, მან გვარი შეიცვალა და დორენ რამირესის სახელით აგრძელებს ცხოვრებას.

„ღამის სტალკერი“- ყველაფერი სიმპათიურ სერიულ მკვლელსა და მოძალადეზე
ქალები, რომლებიც ამერიკის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების თავდასხმებს გადაურჩნენ