სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის საკრალური სივრცეა, რომელიც მის გემოვნებას, გატაცებებს, შეხედულებებს გამოხატავს. რემონტის დროს ყველა ცდილობს, მისთვის იდეალური, ჰარმონიული სივრცე შექმნას. სწორედ ამ მიზნით მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა საკუთარი ბინის ინტერიერზე თავად იმუშავა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო დახვეწილი, კომფორტული ინტერიერის შექმნა. პროცესით იმდენად დაინტერესდა, შემდეგშიც არაერთი ბინის ინტერიერი დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა. ალბათ ცოტამ თუ იცით მომღერლის ამ გატაცების და მეორე პროფესიის შესახებ. თამუნამ შინ გვიმასპინძლა და ინტერიერის დიზაინზე, რემონტსა და თავისი ბინის დაგეგმვის დეტალებზე ისაუბრა.
- სახლი ჩემთვის ყველაზე დიდი ნავსაყუდელია. აუცილებელია, რომ იქ კომფორტულად ვგრძნობდე თავს და საბედნიეროდ, ასეცაა. რაც უნდა დაღლილი ვიყო, როგორც კი კარს ვაღებ, ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მეხსნება. სადაც ჩემი ენერგია ტრიალებს, იქ ყველა კუთხე მიყვარს.

- მოგვიყევით სახლზე, სადაც ახლა ცხოვრობთ...
- ეს არის ე.წ. ვარსკვლავების სახლი. ამ სახლში ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიძინე, თანაც ძალიან იაფად. შემდეგ რაღაც ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა. ამიტომ მოსახლეები ვაგროვებდით თანხებს და ჩვენ თვითონ დავამთავრეთ სახლის მშენებლობა. ჭერის სიმაღლე 3.30 მ-ია. ასეთ მაღალჭერიან ბინებს დღეს არც ერთი სამშენებლო კომპანია აღარ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხმაური არ მაწუხებს. შენობა ძალიან მყუდრო და წყნარ ადგილას დგას. დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. ზაფხულში გრილა და ზამთარში შედარებით თბილა. ბევრი მიზეზია, რის გამოც უზომოდ მიყვარს ჩემი ბინა…გააგრძელეთ კითხვა