1960-70-იანი წლების საფრანგეთი... პრეტ-ა-პორტე... შემოდგომა-ზამთარი 2011-2012...საქართველოს მოდის კვირეულზე ზალიკო ბერგერისგან.
დიზაინერმა ძირითადად დახურული, კლასიკური სტილისა და მძიმე ქსოვილისგან შეკერილი ორმოცი კოსტიუმი წარმოადგინა.
ბერგერს განსაკუთრებულად ჰაეროვანი ქსოვილები, სექსუალური სამოსი უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია შემოდგომა-ზამთრისა იყო, სექსუალურობა და ქალურობა ყოველ ნამუშევარს სდევდა.
ერთი შეხედვით სადა, მაგრამ სექსუალური სამოსი - საკუთარი ხელწერით ზალიკო ბერგერისგან.
ზალიკო ბერგერის კოლექციის სრული ვერსია ნახეთ ჟურნალ ”ბომონდის” მაისის ნომერში
იხილეთ ფოტოგალერეა