თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მესამე შვილი 14 იანვარს შეეძინათ. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს. ბოლოს ქეთიმ მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, ქებურია ცოლს ვარდების ულამაზესი თაიგულით ანებივრებს.
„სახლი“ - წერს ქეთი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე.