დიზაინერი ანუკი არეშიძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანუკის "ინსტაგრამზე" უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის კარიერულ თუ პირად ცხოვრებას სიხარულით ადევნებენ თვალს.
ცოტა ხნის წინ ანუკი თეთრ კორსეტსა და cargo-ს სტილის ჯინსში გამოჩნდა. დიზაინერმა შარვალი კლასიკურ ფეხსაცმელს შეუხამა.
არეშიძის ახალ ფოტოებს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ანუკის გამომწერებს მისი სტილი განსაკუთრებით მოსწონთ.