გავიხსენოთ ჯანი ვერსაჩეს ლეგენდარული შოუ, რომლის დროსაც მან მოახერხა რევოლუციის მოწყობა, მსოფლიოსთვის ნამდვილი სუპერმოდელების გაცნობა და კიდევ უამრავი რამ.
ჯანი ვერსაჩეს ყოველთვის მოიხსენიებენ, როგორც მოდის რევოლუციონერს. ლეგენდარულმა კუტურიერმა ეს სტატუსი ნამდვილად გაამართლა. ყველამ იცის, რომ მის უკან დგას მთელი ეპოქა, მდიდარი ფერებით შეღებილი, სუფთა ოქროთი მორთული, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
ეპიკურიანიზმის მთავარი თაყვანისმცემელი, ვერსაჩე, ბედის ირონიით, პოპულარობისა და წარმატების მწვერვალზე ყოფნის დროს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისმა დამ, დონატელა ვერსაჩემ მოდის იმპერიის სადავეები საკუთარ ხელში აიღო და დაამტკიცა, რომ ისიც ძმაზე არანაკლებ ნიჭიერი და გემოვნებიანია. მან მოახერხა „ვერსაჩეს“ მოდის სახლის მდიდრული სიდიადე შეენარჩუნებინა.
ვერსაჩეს კოლექციების რევოლუციის პარალელურად, სამოდელო ბიზნესმაც დრამატული ცვლილებები განიცადა. მოდის სამყარო უხალისოდ შორდებოდა დახვეწილი და უნაკლოდ ჩაცმული ქალბატონის იმიჯს და ყოველივე ეს უბრალო, მარტივი დიზაინებით იცვლებოდა. ჯანის არ მოსწონდა სტერეოტიპები, რის გამოც 1988 წელს თავისი ნებით დატოვა „ვოგი“, გამოცემა, რომელიც მის ყველა კოლექციას აქტიურად აშუქებდა.
ამავე დროს მისი თანამშრომელი და მეგობარი, ლინდბერგი გაემგზავრა კალიფორნიაში, სადაც მან გადაიღო ექვსი ახალგაზრდა და უცნობი გოგონა სანაპიროზე, მათ შორის ტატიანა პატიტსი, კრისტი ტურლინგტონი და ლინდა ევანგელისტა. ეს მოდელები დღემდე დიდ პატივს სცემენ ვერსაჩეს და აღნიშნავენ, რომ მათი სუპერმოდელებად ქცევა სწორედ ჯანის უდიდესი დამსახურებაა.
უკვე 1990 წლის დასაწყისში „ვოგის“ რედაქტორმა, ანა ვინტურმა დაამტკიცა ყდა, რომელიც ლინდბერგმა გადაიღო სინდი კროუფორდის, ნაომი კემპბელის, ლინდა ევანგელისტას, ტატიანა პატიცისა და კრისტი ტურლინგტონის მონაწილეობით. მოგვიანებით, ფოტოგრაფმა ხუმრობით უწოდა ამ სურათს "ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი", რაც ოთხმოცდაათიანი წლების სუპერმოდელების ოქროს ეპოქის დასაწყისი იყო.
ჯანი ვერსაჩემ, რა თქმა უნდა, ნახა Vogue-ის ყდა. სწორედ ამ ყდამ აიძულა დიზაინერი აეღო ტელეფონი და თავის შოუში მოდელები დაეპატიჟებინა. ტატიანას გარდა ყველა დათანხმდა, რადგან მან ამ დროს გარეუბანში ცხოვრება და დარჩენილი დროის სიმშვიდეში გატარება გადაწყვიტა.
ამრიგად, დონატელა და ჯანი სუპერმოდელების ეპოქის საწყისებზე იდგნენ. სწორედ მათ „აიყვანეს“ გრძელფეხება ლამაზმანები პოდიუმზე, რამაც მათი პოპულარობის სრულიად ახალი დონე უზრუნველჰყო, ვერსაჩეს მოდელები მართლაც სუპერვარსკვლავები გახდნენ: მათ მიიღეს უზარმაზარი ჰონორარები, დაფრინავდნენ კერძო თვითმფრინავებით და ცხოვრობდნენ ექსკლუზიურ ლუქსებში.