ბევრი მსახიობი თანხმდება, რომ სცენაზე სიყვარულის თამაში მხოლოდ ურთიერთპატივისცემის ხარჯზეა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მსახიობების უმრავლესობა ურთიერთობაში იმყოფება, ისინი არ მალავენ და ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რომელი იყო საუკეთესო კოცნა მათი სამსახიობო კარიერის განმავლობაში:
ზაკ ეფრონი და ზენდეია
ზაკ ეფრონმა თავის კარიერაში საუკეთესო კოცნად დაასახელა არა ეპიზოდები ყოფილ შეყვარებულთან, ვანესა ჰაჯენსთან, არამედ ზენდეიასთან, რომელთანაც მხოლოდ თანამშრომლობა აკავშირებდა.
შერონ სტოუნი და რობერტ დე ნირო
მაიკლ დუგლასთან რომანტიკული სცენის შესრულებამდე ორი წლით ადრე შერონმა ითამაშა რობერტ დე ნიროსთან ერთად ფილმ "კაზინოში" და აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო კოცნა მთელი მისი სამსახიობო კარიერის ისტორიაში.
პაულა პატონი და ტომ კრუზი
მსახიობმა აკოცა დენზელ ვაშინგტონს და სხვა საკმაოდ ცნობილ მსახიობებს, მაგრამ ყველაზე მეტად ტომ კრუზის კოცნა მოსწონდა. ამის შესახებ მსახიობმა შემდეგი ფილმის, „შეუძლებელი მისიის“ გადასაღებ მოედანზე განაცხადა.
ეთან ჰოუკი და ანჯელინა ჯოლი
ერთხელ მსახიობს ჰკითხეს, რომელი კოცნა მოეწონა გადასაღებ მოედანზე ყველაზე მეტად. მან უპასუხა: „ყველას მიმართ დიდი პატივისცემით... საუკეთესო კოცნა იყო ანჯელინა ჯოლისთან... როდესაც ის გკოცნის, საკუთარი სახელიც კი გავიწყდება“.
მეგან ფოქსი და შია ლაბაფი
ამბობენ, რომ შიას და მეგანს რომანიც კი ჰქონდათ, მაგრამ ეს ფაქტი ორივემ უარყო და შიამ აღნიშნა, რომ მეგანი იყო საუკეთესო მათ შორის, ვისთვისაც ოდესმე უკოცნია.