დიდხანს არწევთ პატარას საწოლში, შემდეგ - ხელში და არ გამოდიხართ ოთახიდან, სანამ არ დაიძინებს? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. მთავარ საიდუმლოს დამოუკიდებლად ჩაძინებისა, სამი შვილის დედა - ელენა მურადოვა გაგვიმხელს. იგი არის ცენტრ BabySleep-ის ხელმძღვანელი და დამაარსებელი.
რა ასაკში მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას?
6-8 კვირიდან უკვე შესაძლებელია შევუქმნათ პატარას დამოუკიდებლად ჩაძინების პირობები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
როდესაც ბავშვი არ "იგროვებს" უძილობას და არ ხდება აგზნება ღვიძილის დროს, ის სწრაფად იძინებს და უკეთაც სძინავს. მას ბუნებრივად უყალიბდება თვითდამშვიდების უნარი. მაგრამ თუ ბავშვს უკვე ჩამოუყალიბდა ჩვევა რომელიმე კონკრეტული მეთოდით (მაგ: ხელში დარწევით) და მშობელს სურს სიტუაციის შეცვლა, მაშინ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია დამოუკიდებელი ჩაძინების სწავლებით. ასეთი მეთოდების გამოყენება რეკომენდებულია წლინახევრის ასაკში. ცალკე ოთახში გადაყვანა უსაფრთხოების გათვალისწინებით ხშირად ხდება 2-3 წლის ასაკში. არასოდეს გამოიყენოთ მეთოდი: "იტირებს, დაიღლება და დაეძინება" - მაშინაც კი, თუ ძალიან დაიღალეთ და ნერვებმა გიმტყუნათ.
ჩაძინება არის უნარი, რომელსაც სჭირდება სწავლა
ბავშვების უმრავლესობა 3-4 წლის შემდეგ თვითონ "არეგულირებს" ჩაძინების პრობლემას: საათობით სძინავთ, ღამე რამდენიმეჯერ ითხოვენ წყალს ან საკვებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახს არ სძინავს წლობით.
დამოუკიდებელი ჩაძინება - არის უნარი, რომელსაც ბავშვი სწავლობს, მშობელი კი ასე თუ ისე ეხმარება. ხშირად ეს შეძენილი უნარია და არა თანდაყოლილი. რჩევა - "მოუნდება ძილი - თვითონ დაიძინებს" - შეიძლება თქვენი ოჯახისთვის ერთ-ერთ მავნე ჩვევად იქცეს. აგზნებული ბავშვი იძინებს ცრემლების და წინააღმდეგობის, ასევე, მშობლების ნერვებისა და გაღიზიანების ფონზე.
7 ნაბიჯი საწოლისკენ
ბავშვი ეჩვევა იმ პირობებს, რომლებშიც იძინებს: კვება, რწევა და დედასთან ჩახუტება. თუ ის მიეჩვია თქვენთან ერთად ძილს, დასაწყისისთვის უნდა მოვამზადოთ "გადასაბარგებლად" ცალკე ოთახში და ამის შემდეგ ვიმოქმედოთ შესაბამისად. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ...გაგრძელება