"დაკარგული ელიფი საბოლოოდ ბათუმში იპოვეს" - ცნობილი თურქული სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი საქართველოში ისვენებს - Marao

"დაკარგული ელიფი საბოლოოდ ბათუმში იპოვეს" - ცნობილი თურქული სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი საქართველოში ისვენებს

2022-07-23 11:17:04+04:00


პატარა "ელიფი", რომელიც ახლა უკვე თინეიჯერი გოგონაა, ბათუმს მეგობართან და მშობლებთან ერთად სტუმრობს. პირველი ფოტოები სარფის საზღვარზე აქვს გადაღებული. როგორც მისი "ინსტაგრამიდან" ვიგებთ, ქართული ტურის ფარგლებში, მანამდე სუმელას ცნობილი მონასტერიც მოუნახულებია.

ანბანის კოშკი, ალი და ნინო, პიაცა - იზაბელა მეგობართან ერთად ბათუმის ულამაზეს ადგილებს სტუმრობს და ფოტოებს იღებს. საინტერესოა, იცნეს თუ არა უკვე გაზრდილი გოგონა თაყვანისმცემლებმა... სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ "დაკარგული ელიფი, საბოლოოდ, ბათუმში იპოვეს".

იხილეთ ფოტოები