25-31 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

25-31 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2022-07-25 11:07:25+04:00


ვერძი

მოიმატებს შეხვედრების, გადაადგილების სურვილი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან. ისწავლეთ სხვების მოსმენა, სულ თქვენ ნუ ლაპარაკობთ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ჰარმონიულად განვითარდება რომანტიკული ურთიერთობა.

კურო

ხუთშაბათამდე დაასრულეთ საქმეები, მოიცილეთ დაზიანებული ნივთები. მოგიწევთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეცვლა ან შეკეთება. დააკვირდით საყვარელი ადამიანის ქცევას, მას შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. უქმეები ერთად, საინტერესოდ და რომანტიკულად გაატარეთ.

ტყუპი

აღადგინეთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. მათგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. აქტიურად ჩაერთვებით ახლობლების საქმეების მოგვარებაში. პარასკევიდან დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. უქმეები თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

ფინანსური საკითხების მოგვარების პერიოდია. ახალმთვარეობაზე შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ; გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ნუ ეტყვით ახობლებს დახმარებაზე უარს. ფული დააბანდეთ ძვირად ღირებულ ნივთში, რომელიც თქვენი თილისმა გახდება.

ლომი

ახალი პროექტები პარასკევიდან დაიწყეთ. მანამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მოიცილეთ ზედმეტი ვალდებულებები. დაწყვილებულებმა უქმეები ზღვის კურორტზე, რომანტიკულად გაატარეთ. მარტოხელებს კი სასიამოვნო ნაცნობობის შანსი გეძლევათ.

ქალწული

გახშირდება ინფორმაციის მოძიება თქვენთვის საინტერესო ადამიანებზე. შეიძლება ფარული მოლაპარაკებებიც კი გააბათ საქმიან პარტნიორებთან. შეიძლება გაიგოთ საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ზოგიერთი უმასპინძლებთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს. არ გირჩევთ ფარული რომანის გაბმას, განსაკუთრებით, დაწყვილებულებს.

სასწორი

დაკვირვებით შეასრულეთ და დაასრულეთ საქმეები, ვალდებულებები. პარასკევიდან ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მოგეცემათ. მიიღებთ საქმიან შემოთავაზებებს. უქმეები მეგობრებთან ერთად საინტერესოდ და მხიარულად გაატარეთ.

მორიელი

ახალმთავრეობამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე და გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. პარასკევიდან აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში; დაიწყეთ მიზნების განხორციელება. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის, საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტოთ.

მშვილდოსანი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ იურიდიული და ფინანსური საკითხების მოგვარებას. მოგინდებათ ახალი საქმეების დაწყება და ერთგული პარტნიორები შეარჩიეთ. უქმეები ზღვისპირა კურორტზე გაატარეთ, სადაც მეგობრებთან ერთად მხიარულება, ფლირტი და რომანტიკა გელოდებათ.

თხის რქა

ხუთშაბათამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. იყავით დაკვირვებული. ახალი ხელშეკრულებები პარასკევიდან გააფორმეთ. მარტოხელებმა უქმეები დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. აგრეთვე, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება ვარჯიშის, დიეტის დაწყება.

მერწყული

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა. იყავით დაკვირვებული საქმიანი შეხვედრებისას, ვალდებულებების მოგვარებისას. ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ყველა სირთულე, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ.

თევზები

წარმატებით დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაიუმჯობესეთ საყოფაცხოვრებო პირობები. პარასკევიდან დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. შეიძლება დაგჭირდეთ გარშემო მყოფების დახმარება და ერთგულ, გამოცდილ ადამიანებზე შეაჩერეთ არჩევანი. უქმეები საინტერესოდ და რომანტიკულად გაატარეთ.