“ყვავილს არამარტო დაბადების დღეზე, ყოველთვის ვჩუქნი… ჩვენთან სახლში ყვავილები არ ჭკნება…” - დათო ევგენიძის ემოციური წერილი მეუღლეს - Marao

“ყვავილს არამარტო დაბადების დღეზე, ყოველთვის ვჩუქნი… ჩვენთან სახლში ყვავილები არ ჭკნება…” - დათო ევგენიძის ემოციური წერილი მეუღლეს

2022-07-26 11:35:13+04:00


დათო ევგენიძის და ნინო ჟვანიას წყვილს 17-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება აერთიანებს. ორივემ იქორწინა, ოჯახებიც დაენგრათ და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვა მომღერალმა ხელი ამჟამინდელ მეუღლეს.

ახლა, როდესაც ნინო იუბილარია, ევგენიძე მათი ურთიერთობისა და იმ დაპირების შესახებ საუბრობს, რომელიც საყვარელ მეუღლეს მისცა:

„სიყვარული მართლა ღვინოს ჰგავს. რაც წლები ემატება და ძველდება, მით უფრო ფასობს. ვერც კი წარმომიდგენია ნინას გარეშე არსებობა.

წუხელ შორტებში ვიყავი, სახლის მეორე გასასვლელიდან გავიპარე ქუჩაში. შვილს ვთხოვე, გაართე, სანამ მოვალ, არ შეამჩნიოს, რომ სახლში არ ვარ-მეთქი. და ღამის 12 საათზე წითელი ვარდებით ამოვედი.

ყვავილს არა მარტო დაბადების დღეზე, ყოველთვის ვჩუქნი. ჩვენთან სახლში ყვავილები არ ჭკნება. სულ ახალ-ახალი თაიგულებით ვაახლებ.

ნინოს დაბადება ჩემი საჩუქარია. როგორც დავპირდი, სოხუმში უნდა დავაბრუნო. როცა ჩავალთ, პირველი მივდივართ მის სახლში, რომელიც ძალიან ენატრება.

ნინოს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ნორმალური ხალხია. შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო. იმ ხალხის მადლობელი ვარ.

ნინოს ბებია და ბაბუა აფხაზეთის ომის დროს დახვრიტეს. მათ სოხუმში იმხელა ღვაწლი ჰქონდათ, როგორც ქართველი, ისე აფხაზი მოსახლეობისთვის, რომ ბაბუამ ჩათვალა, რომ არ შეეხებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, არ დაინდეს. ნინოს სკოლაში ჰყავდა შეყვარებული, აფხაზი ბიჭი. იმ აფხაზმა ბიჭმა დაუსაფლავა ბებია და ბაბუა...

14 წლის იყო, სოხუმიდან რომ წამოვიდა.

მახარებს და იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი კეთილგანწყობილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელთა უკმაყოფილება იზრდება და იზრდება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.

აფხაზეთი სამოთხეა და პირველი, რაც ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, აფხაზებს კი თავიანთი საქართველო დაუბრუნოს.

რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე ახლოსაა. ადრე ვფიქრობდი, რომ ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. ახლა მგონია, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია.

მერე უკვე სოხუმის ხშირი სტუმრები ვიქნებით. უფრო სწორად, მე ვიქნები ნინოს ხშირი სტუმარი მის საკუთარ სახლში.

ჩემი ვალია, რომ ნინო სოხუმში ჩავიყვანო...“ - ამბობს ევგენიძე.

„ჩამოვედი დაძრული მატარებლიდან, ჩავეხუტე და წავედი. იმის მერე ჩემი და აღარ მინახავს... 20 წლის შემდეგ ვიღაც ბიჭი მოვიდა და მითხრა, მე ვარ ის, ვის გამოც შენი და დაიღუპაო“ - დათო ევგენიძე

დათო ევგენიძის ყოფილი ცოლები, 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი