თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. მესამე შვილი 14 იანვარს შეეძინათ. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს. ბოლოს ქეთიმ ახალი ფოტოები საბერძნეთიდან, კერძოდ კი, სანტორინიდან გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფება.
დღეს ქეთი დაბადების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ დედამ, ლიკა შენგელიამ, საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაპოსტა:
„გილოცავ, დუჩი, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო გოგო, ჩემო სიხარულო და სილაღევ, ჩემი ბედნიერების მიზეზო და ცხოვრების აზრო. მიყვარხარ კოსმოსს იქით და მუდამ მეყვარები, ყველა ცხოვრებაში და განზომილებაში. ყველგან გიპოვი და სულ შენ გვერდით ვიქნები!!! მინდა უბრალოდ სულ ასეთი იყო, როგორიც ამ სურათში, შენი ამჟამინდელი განცდებით და გრძნობებით, რაც ავსებს შენს ცხოვრებას და ჩვენც გვინათებს გულს და სულს. უფალს ებარებოდე, დედა! მიყვარხარ“ - წერს ლიკა.

თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტის თავბრუდამხვევი არდადეგები - წყვილი ულამაზეს კადრებს სანტორინიდან აქვეყნებს
"ლამაზი ქართული ოჯახი" - ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია ახალ ფოტოს აქვეყნებენ
„ჩემი ოცნების ლიანკა“ - თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი მესამე შვილის ფოტოებს აქვეყნებენ