შესაძლოა, ერთ დღეს გადახედეთ თქვენს სელფებს მეგობრებთან ერთად და შენიშნოთ, რომ თქვენი ღიმილი, სხვებთან შედარებით, არც ისე ეფექტურია. ან იქნებ უბრალოდ ხედავთ, რომ თქვენს კბილებს მოყვითალო ფერი დაჰკრავს?
საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული მეთოდები, რომ შეინარჩუნოთ უფრო ძლიერი მინანქარი, თავიდან აიცილოთ დენტინი და კბილების გაყვითლება.
აქ მოცემულია 6 ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც კბილები ყვითლდება:
- მნიშვნელოვანია პირის ღრუს pH-ის ბალანსი, შესაძლოა ხშირად მჟავე არეა თქვენს პირის ღრუში.
ნერწყვი არის მინერალების, ფერმენტებისა და ჟანგბადის ნაერთების კომბინაცია, რომლებიც ინარჩუნებს pH-ის ბალანსს პირის ღრუში - ამცირებს მჟავას, რომელსაც შეუძლია მინანქრის გაფუჭება. ნერწყვი ასევე უზრუნველყოფს კბილებიდან ბაქტერიების განდევნას. პირის ღრუს საშუალებების ბევრი კომერციული სახეობა ძალიან მჟავეა და ხშირად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გაანადგუროს კბილის ძვირფასი მინანქარი.
- თქვენ იღებთ მჟავე ხილსა და ბოსტნეულს
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჟავე საშუალებებს შეუძლიათ კბილის მინანქრის გათხელება. ესენია ციტრუსოვანი ხილი და წვენები, პომიდორი, ანანასი, ძმარი, გაზიანი სასმელები, სალათის ზოგიერთი სოუსი, რომელიც ძმრითაა გაკეთებული.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა გამორიცხოთ თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ კარგი იდეაა, მათი ჭამის შემდეგ დალიოთ წყალი.
- მთელი დღის განმავლობაში იღებთ ძალიან დიდი რაოდენობის ყავას
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ვარაუდობენ, ყავას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, ეს არის სასმელი, რომელიც შეიძლება იყოს „მკაცრი“ თქვენი კბილებისთვის. ყოველდღე ორი ან სამი ჭიქა ყავის დალევა საშუალებას აძლევს თქვენი კბილების მინანქარს, მუდმივ კონტაქტში იყოს „შეღებვის აგენტთან“. ვინაიდან მინანქარი ფოროვანია, ლაქები შეიძლება ჩაჯდეს და გამოიწვიოს გაყვითლება, თუ რეგულარულად არ გაიხეხავთ კბილებს.
ფრიდმანი ამბობს, რომ სიგარეტსა და ჩიბუხის თამბაქოში შემავალ ქიმიკატებს აქვს შეფერილობის ეფექტი კბილებზე, რადგან ისინი ეკვრის მინანქარს და რაც უფრო დიდხანს ეწევით, მით უფრო შესამჩნევი ხდება ეს.
მოწევა ასევე იწვევს პირის ღრუს სხვა დაავადებებს, როგორებიცაა ღრძილების დაავადება, კბილების გაფუჭება და პირის სიმშრალე - ასე რომ, გაითვალისწინეთ, უფრო თეთრი და ძლიერი კბილები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ თავი დაანებოთ.
- არ მიმართავთ საკმაო რაოდენობის მეთოდებს პირის ღრუს ჰიგიენისთვის
შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური გამწმენდი პატარა ჯაგრისები ან გამოუვალ სიტუაციაში გამოიყენოთ ძაფი, რათა არ დაგრჩეთ საჭმლის ნარჩენები კბილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნადების დაგროვება და კბილების გაყვითლება.
- შესაძლოა ძლიერად იხეხავთ კბილებს ჯაგრისით
მიუხედავად იმისა, რომ კარგია რეგულარული გახეხვის რუტინა, მეტი ზეწოლა და სიჩქარე არ ნიშნავს უფრო ჯანსაღ პირის ღრუს - მას საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი კბილის პასტა შეიცავს აბრაზიულ ნივთიერებებს. თუ ზედმეტად ძლიერად ან ძალიან ხშირად იხეხავთ, შესაძლოა, მინანქრის თხელი ფენა მოიშოროთ და დენტინის ფენა „დაუცველი“ დატოვოთ.
თუ თქვენი კბილები უკვე გაყვითლებულია, მიმართეთ სტომატოლოგს პროფესიონალური გათეთრებისთვის და ასევე რჩევებისთვის, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი ჩვევები. არსებობს რამდენიმე გზა „ჰოლივუდური ღიმილის“ დასაბრუნებლად.