"დილის პალიტრის" სტუმარია ფიტნესინსტრუქტორი გიორგი ველთაური, რომელიც სხეულის ფორმების შესახებ საუბრობს.
„ყველა ცდილობს, რომ დაიწყოს 1 თვით ვარჯიში, რათა 2 კვირაში უკვე მზად იყოს ზღვის სეზონისთვის, რაც ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის და შეუძლებელია, რომ შედეგი გამოიღოს. ყველაზე კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად ივარჯიშებთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, სხვა შემთხვევაში კი 4-5 თვე მაინც არის საჭირო სხეულის ფორმების დროებით შესაცვლელად.
ამას გარდა, ვარჯიში კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სხვანაირად ვიღვიძებთ, ენერგიულები ვართ და ანტიდეპრესანტის დანიშნულებაც კი აქვს.
პირველ რიგში, მოიძიეთ ფიტნესინსტრუქტორი. მის გარეშე დაწყებული ვარჯიში ხშირად ცუდად სრულდება ხოლმე და შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მიიღოთ“, - ამბობს ველთაური.

"მხოლოდ ამ გზით შეაჩერებთ კალორიების დაკარგვას და ორგანიზმს უზრუნველყოფთ საჭირო ენერგიით" - ექსპერტების რჩევები მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს
იდეალურია მათთვის, ვისაც წნევა აწუხებს! - ნახეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტა გარანტირებული შედეგით
ნახეთ, რა არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც უკვე წლებია ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ დიეტად ითვლება