ასტროლოგები გვეუბნებიან რას უნდა ველოდოთ აგვისტოში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მომდევნო თვეში ყველაზე იღბლიანები ლომი, მერწყული და ტყუპები იქნებიან, ასევე დაასახელეს 3 ნიშანი, რომლებიც შემოდგომას მარტო შეხვდებიან.
მორიელი, მშვილდოსანი, ვერძი
ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულები უნდა ელოდონ ძალადობრივ დაპირისპირებას. შესაძლოა, ჩხუბი და პრეტენზიები დაშორებითაც კი დასრულდეს. ვარსკვლავები ამ ადამიანებს ურჩევენ რომ ურთიერთობები ემოციების ფონზე არ წამართონ და ეცადონ რომ პარტნიორს გაუგონ.
ქალწული, სასწორი, კირჩხიბი
ეს სამი ნიშანი უნდა ელოდოს ემოციების ქარიშხალს. შესაძლოა, ისინი შეხვდნენ ახალ ადამიანებს ან თუნდაც დაიწყონ საზაფხულო რომანი. მოკლედ, ზოდიაქოს ამ ნიშნებს მოსაწყენი აგვისტო არ ელოდებათ.
კურო, თხის რქა, თევზები
ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. აგვისტოში მათ მშვიდი, სტაბილური და დაბალანსებული სასიყვარულო ცხოვრება ექნებათ.
ლომი, მერწყული, ტყუპები
ამ ნიშნებს ექნებათ რომანტიული პაემნების მთელი რიგი ან თუნდაც სასიყვარულო მოგზაურობა. მათთვის აგვისტო სავსე იქნება სასიამოვნო გამოცდილებითა და ნათელი ემოციებით, რაც დაეხმარებათ წარსულის იმედგაცრუებების დავიწყებაში.

სად უნდა მოვიწყოთ დასვენება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც განსაკუთრებული ინტელექტითა და შესაძლებლობებით გამოირჩევიან
5 მიზეზი, რის გამოც ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები საუკეთესო მეგობრები არიან