ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე მაყურებლებს თითქმის ყოველდღიურად ესალმება ეკრანებიდან, მისი დადებითი ენერგია და პოზიტიური განწყობა კი ბევრისთვის სამაგალითოა. მიუხედავად ამისა, მარიკა ბაკურაძემ აღნიშნა, რომ სუსტი ჯანმრთელობა აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ საყვარელი საქმის გამო ყველაფრის გაკეთება შეუძლია:
„ვინც არ მიცნობს, ვეტყვი, რომ ვარ 43 კილოგრამი და 163 სანტიმეტრი. სულ დაბალი წნევა მაქვს და ისეთი მისუსტებული ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ავდგებოდი საწოლიდან. ცურვა არ ვიცი, წყლის მეშინია და ძალიან არ მსიამოვნებს სათავგადასავლო ისტორიები, მაგრამ… ისეთი სათავგადასავლო რეპორტაჟები მაქვს გადაღებული, რომ იქ მართლა გავუოცებივარ საკუთარ თავს. მგონია, რომ გადაღებაზე ყველაფრის გაკეთება შემიძლია, გადაღების გარეთ – არა“, - თქვა მარიკა ბაკურაძემ.