ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 950 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ. გამონაკლისი არც ანუკის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებია: „ნამდვილი საოცრებაა ეს გოგო“, „სასწაულად გამოიყურები“, „ღვთიური სილამაზე“ - წერენ კომენტარებში.
თავად ანუკი არეშიძემ კი ახალი ფოტოებით მეგობრებსა და გამომწერებს მოუწოდა, რომ არაფერზე იდარდონ: „გულწრფელად ვამბობ, არაფერზე იდარდოთ“ - დაწერა მან.
