პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში დედის, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თაკო ფორტეპიანოზე უკრავს და მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის სიმღერებს ასრულებს.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„დიდი ქართველი კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე და დიდი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. შეიქმნა ორი გენიალური სიმღერა! თაკო, ბრავო!”
„არაჩვეულებრივად მღერით!!! ამდენი ნიჭი ერთად!!! ბრავო!!!“
„აბა, მიდით და დაუდექით გვერდით სიტყვაში, ხმაში, მელოდიაში, ნამდვილობაში, ღირსებაში, სამშობლოს სიყვარულში...
მიდით, თუ მაგარი ბიჭები ხართ“ - წერენ კომენტარებში.