ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ აგვისტოს 23-მდე პერიოდი ძალიან კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, 23-ის შემდგომ კი მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნებისთვის უფრო უკეთესია.
მისივე თქმით, აგვისტოს პერიოდს ყველა ნიშანი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაივლის.
"ჩავთვალოთ, რომ აგვისტოში 23 რიცხვი გარდამტეხი პერიოდია. 23-ში მზე, რომელიც ახლა იმყოფება ლომის ზოდიაქოში, გადავა ქალწულში. ამიტომ 23-მდე პერიოდი ძალიან კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, 23-ის შემდგომ კი მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნებისთვის უფრო უკეთესია. თუმცა ყველა გაივლის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ამ პერიოდს", - აცხადებს ცაგარელი.
