”პრეზიდენტის ნაშები და ფავორიტები” - ასე ჰქვია მასალას, რომელიც ”რეიტინგის” წინა ნომერში დაიბეჭდა. მასალაში პრეზიდენტის ფავორიტ ქალბატონებზე ვწერდით, რომლებიც, გავრცელებული ხმების მიხედვით, სხვადასხვა დროს მოხვედრილან პრეზიდენტის ყურადღების ქვეშ.
ინტერნეტსაიტ ამბები.გე-ზე გამოქვეყნების შემდეგ მასალას უამრავი მკითხველი გამოეხმაურა და 500-მდე კომენტარიც დაიწერა. გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო და გამორჩეულ კომენტარებს.
***
"ის, რაც ყველამ ვიცოდით, ამ სტატიაშია თავმოყრილი. გაგლოევას გამო ვაზისუბნის სკოლის ის კედელი რომ შეღებეს, რომელიც მისი ფანჯრებიდან ჩანდა, ჭორია; სოფო ნიჟარაძის დედა რომ მიშას სიძეს ეძახის, ეგეც ჭორია?
აუცილებლად პორნოგრაფია უნდა ნახოთ მიშას მონაწილეობით, რომ რამე დაიჯეროთ? საქართველოში და, მით უმეტეს, თბილისში არაფერი იმალება და ვინც ყველაფერი ამ სტატიიდან გაიგო, მგონია, რომ თბილისელი არ არის და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია".
* * *
"რას ამბობთ, ახალი ამბავი დაწერეთ, ეგ ისედაც მთელმა თბილისმა იცის. ერთი ისიც დაგეწერათ, ბათუმში რა ამბები მოხდა. ხელი რომელმა ქალბატონმა იღრძო, საავადმყოფოში რომელი იწვა და კიდევ უამრავი. უგულავას, აბა, ვინ ჰყავს ცოლად ან ქალბატონი ”ტაბულა” ვისი ცოლია დღეს? ნინა წკრიალაშვილი ცოტა დაბალი დონეა".
* * *
"საერთოდ, ჩემი დილეტანტური მოსაზრებით, სააკაშვილის სექსუალური აღვირახსნილობა და გარყვნილება ალბათ სექსუალური კომპლექსებიდან გამომდინარეობს. უშუალო წყაროდან (მისი პირადი დაცვიდან) თქმულიც არის, რომ მას საქმე მთლად კარგად ვერ აქვს და სადიზმზე გადადის ხოლმე.
ცნობილია ასევე, რომ ამას წინათ ყვარლის ტბაზე მიშას ორი მაგარი ქართველი ნაშა ჰყავდა. შემთხვევით ღამურა შეამჩნია ოთახის კუთხეში და ისე ისტერიკულად შეეშინდა და ყვიროდა, დაცვა, რომელიც მანამდე არ შედიოდა ოთახში, შეშინდა და შევარდა. მოულოდნელად ნახეს, რომ ქართველი ნაშები გულიანად იცინოდნენ მიშას კურდღლობაზე (რა გასაკვირია, რომ გორში რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ხმაზე პანიკურად მიწაზე დავარდა და იფორთხიალა)".
* * *
"სოფო ხალვაში სწორედ იმიტომ გათხოვდა ისე ნაჩქარევად, რომ მიშამ დაადგა თვალი. იმიტომაც არის, რომ მისი კარიერა ისე ვერ აყვავდა, როგორც ნიჟარაძის. სოფო ხალვაში ნამდვილად ნიჭიერია, ნიჟარაძისგან განსხვავებით".
* * *
"სოფო ნიჟარაძის ბებია, სახელად ჯაჯალა და დები ქობალიები ჭონქაძეზე ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ქობალიები მე-5 სართულზე ქირაობდნენ ბინას. გზაც ხშირად იკეტებოდა და ქობალიებს ვინ სტუმრობდა, ადვილი მისახვედრია. მაგ დროს ჯაჯალაც ერთ ამბავში იყო ხოლმე".
* * *
"თვითონ იჩალიჩა სააკაშვილმა, რომ თავისი გუნდი სანაგვეზე მოესვა. ეგონა, ყოველთვის ყველაფერი გამოუვიდოდა და შერჩებოდა. თავი მეფე ეგონა. ახლა გინდ სოფოსთან იყოს, გინდ მაკოსთან, ეგ უკვე არავის აინტერესებს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ისიც კი არ იკადრა, რომ ციხის ამბების შემდეგ თვითონ, როგორც ქვეყნის მეთაური, გადამდგარიყო, იქნებ გუნდი მაინც გადაერჩინა. ეს კაცი ისტორიაა უკვე და აღარ უნდა განმეორდეს არასდროს".
* * *
ჭორი გავრცელდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლ მეჰრიბან ალიევას არშიყი დაუწყო და ისეთი უცემია მის დაცვას, სამი დღე ფეხზე ვერ იდგაო".
* * *
"კობა ნაყოფია არის ის არაკაცი, რომელიც სახელმწიფოს ფულებით მიშას ფავორიტებს აცმევს და აჭმევს. იმ ფულით, რომელიც ხალხს ეკუთვნის და იმ ფულით, რომელიც სულ ცოტა, ათას ლტოლვილ ოჯახს მაინც მისცემდა სახლ-კარს, აი, ეს არის დასაგმობი, თორემ არავის საქმე არ არის, მიშა ვის ჩაიწვენს ლოგინში, ეს სანდრამ იდარდოს!"
* * *
მასალას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ია ფარულავამ ”ფეისბუქის” საკუთარ კედელზე ”პრეზიდენტის ნაშები და ფავორიტები” გამოაქვეყნა და ასეთი ფრაზა დაწერა: ”ეხ, მიშა, მიშა, მოგეყვანე ცოლად... ასეთ დღეში არ ჩავარდებოდი:)”
ამ მასალაზე წერენ რუსული საიტებიც და მიუხედავად იმისა, რომ ”პრეზიდენტის ნაშები და ფავორიტები” რუბრიკა ჭორ-მართალში გამოქვეყნდა, მონათხრობი ამბავი ყველამ ფაქტად მიიღო და არავის გაჰკვირვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილს მანამდეც ჰქონდა ის ინფორმაცია, რაზეც პრესა აქამდე დუმდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)