გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება - ნახეთ, ვინ არის მსახიობის რჩეული - Marao

გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება - ნახეთ, ვინ არის მსახიობის რჩეული

2022-08-05 10:41:23+04:00

გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამ სიახლის შესახებ მსახიობმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინა. ვიდეოში ჩანს გოგონა, რომელიც ექოსკოპიის კაბინეტშია, მონიტორზე კი - ნაყოფი და ბედნიერი მშობლების შეძახილები.

"თქვენ წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა... #child #mybaby“ - წერს გიორგი. ამ ემოციური ვიდეოს შემდეგ გადავწყვიტეთ, მსახიობისთვის დაგვერეკა და უფრო მეტი გაგვეგო.

თუმცა გიორგი, როგორც კომენტარში გვითხრა, ოთხი წელია, რაც მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს და ყველა სიახლეს როგორც საქმიანობის, ისე პირადის შესახებ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რადგან მისი აზრით, ეს ნებისმიერ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს...

გიორგი:

- რაც ჩემს "სთორიში" იყო, ეგ არის ამბავი, მეტს არაფერს დავამატებ. დრო მოვა და ყველა ყველაფერს გაიგებს. ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ არავისთან ვითანამშრომლო, მხოლოდ ჩემი სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გაიგებთ ყველაფერს. ოთხი წელია, რაც მედიასთან აღარ ვთანამშრომლობ.

რაც შეეხება ვარდოსანიძის საყვარელ ადამიანს, ის მარიამ უშვერიძეა. სოციალურ ქსელში უწერია, რომ ურთიერთობაშია გიორგი ვარდოსანიძესთან. წყვილს რამდენიმე საერთო ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვარდოსანიძემ 2014 წელს ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, თუმცა რამდენიმე თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ მედია წერდა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი მამაკაცის ღალატი გახდა, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარს წყვილი ყოველთვის თავს არიდებდა.

2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. "ერთი წელია, რაც დაქორწინებული ვარ", - ამბობდა მაშინ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.

"ოფიციალურად ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურობა ყელშია ამოსული. ეგ უკვე გამოვიარე და მგონია, რომ მთავარი განწყობაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობთ მეც და ისიც. მეუბნება, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ თავს საკუთარ ქალაქში, უკვე ერთი წელია, ისიც ასეა. თავიდან ცოტა რთული იყო, მარტო ვერ ვუშვებდი, იმიტომ, რომ გზები არ იცოდა, ნავიგატორით დადიოდა და სადმე რომ წავიდოდა, გიჟს ვგავდი, ხომ არ დაიკარგა-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელურია და ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს. 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე - მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს, გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია".

ამის შემდეგ გიორგი ვარდოსანიძე ქართული მედიიდან გაქრა, საკუთარი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ კი ინფორმაციას მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით აქვეყნებდა...

წყარო: ambebi.ge