მორაგბე გელა აფრასიძე დაინიშნა - ნახეთ ულამაზესი კადრები წარმატებული მორაგბის ნიშნობიდან - Marao

მორაგბე გელა აფრასიძე დაინიშნა - ნახეთ ულამაზესი კადრები წარმატებული მორაგბის ნიშნობიდან

2022-08-05 15:17:31+04:00


სულ ცოტა ხნის წინ მორაგბე გელა აფრასიძისა და მისი რჩეულის, ნინი გრიგალაშვილის ნიშნობის კადრები გავრცელდა. ულამაზესი ნიშნობა სვანეთში, მეგობრების წრეში შედგა. ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

24 წლის მორაგბე გელა აფრასიძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრია. 2017 წლიდან თამაშობს ფრანგულ „მონპელიესა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.