კიმ კარდაშიანმა Met Gala-ს შემდეგ საკუთარ დიეტაზე არაერთხელ ისაუბრა. კიმმა ატვირთა სურათი, სადაც ის შესამჩნევად გამხდარია და აშკარაა, რომ სხეულიდან ზედმეტი ცხიმები მოიშორა. ინფლუენსერისა და ბიზნესვუმენის თქმით, მას მთელი წლის განმავლობაში სპეციალური დიეტა დაეხმარა წონის კლებასა და იდეალური ფორმების მიღწევაში. სწორედ მაისში დაიწყო კარდაშიანმა დიეტა თავისი სხეულის ცხიმის თითქმის 5%-ით შესამცირებლად.
კიმ კარდაშიანის დიეტის რუტინა და გეგმა
კიმ კარდაშიანმა ერთ-ერთ "ინსტაგრამპოსტში" განმარტა, თუ როგორ ზომავენ ძვლის სიმკვრივესა და სხეულის ცხიმის პროცენტს იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად ვართ სპორტულები და ჯანმრთელები.
კიმი თავისი მიღწევებით სოციალურ ქსელში ტრაბახობდა: „ერთი წლის წინ ჩემი სხეულის 25% ცხიმი იყო, ახლა კი 18,8 პროცენტია“.
ახალი ფიგურის გამოსაჩენად კიმმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი დაჭიმული მუცელი ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩაიტარა სპეციალური მკურნალობა მკვრივი და ბრტყელი მუცლის მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი იდეალურ ფორმაშია, მისი წონის კლების რუტინა "მეთ გალას" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო.
კარდაშიანი მერლინ მონროს კაბის ჩასაცმელად 3 კვირა „შიმშილობდა“. იმისთვის, რომ კაბა მოერგო, მან 21 დღეში 7 კილო დაიკლო, რასაც ინტერნეტსივრცეში უამრავი კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა. კიმის მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხალხის აზრით, თინეიჯერების უმეტესობა თავს არასასურველად გრძნობს საკუთარ სხეულში, ხოლო კიმს აქვს ძალა, შეცვალოს მათი ხედვა და აჩვენოს, რომ სხეულის კილოგრამები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა მან პირიქით გადაწყვიტა და თქვა, რომ 3 კვირის განმავლობაში „შიმშილი“ ან მხოლოდ ხილის ჭამა ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის კვება უამრავ დარღვევას იწვევს ორგანიზმში.