„მამა-შვილის ცეკვა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისა და უსაყვარლესი ანნას ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„მამა-შვილის ცეკვა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისა და უსაყვარლესი ანნას ვიდეოს აქვეყნებს

2022-08-09 10:27:37+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.

წყვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც ოჯახურ თუ პირად ფოტოებთან ერთად, ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც აზიარებენ. გოგონას ხშირად ამსგავსებენ დედას და ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულ გარეგნობას.

ახლახან ჯანეტმა ზღვისპირეთიდან მორიგი ვიდეოები გამოაქვეყნა. ოჯახი ერთად დროს მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებს.