ცნობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის ოჯახი მედიასთან თითქმის არ ჩნდება. ცნობილია, რომ მისი მეუღლეა ნინო დურგლიშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მეუღლის ბიზნესის მართვაში და წყვილი რვა შვილს ზრდის. ბიზნესმენის ოჯახურ ფოტოებს თუ გადავხედავთ წვეულებებზე ისინი ძირითადად ძველი ტრადიციული სამოსით ჩნდებიან.

მამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი თათა ვასაძეა, რომელიც ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრდა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.
თათა სოციალური ქსელის აქტიური მომხარებელია. ის პერიოდულად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდოებს მისი საქმიანობიდან. ამჯერად კი გადაწყვიტა "ინსტაგრამის" სთორიში გულშემატკივრების კითხვებისთვის ეპასუხა.
როგორც მილიონერის ქალიშვილი წერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსისტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია".
თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.
თათას როგორც "ინსტაგრამის", ისე "ფეისბუქის" პირად გვერდებზე მამის არაერთი ფოტო და ვიდეო უდევს, ის ლევან ვასაძის ვიდეომიმართვებსაც ხშირად აზიარებს.

მისთვის დროზე ძვირფასი ყოფიერებაა, ხოლო საყვარელი ცეკვა "სუხიშვილების“ "ცეკვა - თამაში...“
თათას ბავშვობის მეგობარი და კლასელია ირინა ბაგრატიონია - ანა ბაგრატიონის უფროსი ქალიშვილი. ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას, შევახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე ფლობს ბრენდს "სამოსელი პირველი", სადაც ქართული ტრადიციული სამოსელი იკერება. თათა ვასაძე ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი პროექტის სახე გახდა და გოგონა ტრადიციული შესამოსელით გადაიღეს...
ვასაძეებს მამის კერძო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი აქვთ დამთავრებული. უფროსი შვილი, ირაკლი ვასაძე მორაგბეა, მისი ნათლია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
ერთ-ერთი ძმა, გიორგი ვასაძეც სპორტით - რაგბითაა გატაცებული.

წყარო: ambebi.ge