„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ“ -რუსა მორჩილაძე ცხოვრებისა და გადატანილი მძიმე დაავადებების შესახებ - Marao

„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ“ -რუსა მორჩილაძე ცხოვრებისა და გადატანილი მძიმე დაავადებების შესახებ

2022-08-12 10:21:50+04:00


ამჯერად ბათუმშია, ისვენებს, თუმცა პარალელურად კონცერტებიც აქვს, 10 აგვისტოს მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამბობს, რომ დასვენებას მშვენივრად შეუთავსა ეს საკონცერტო სამზადისი...

კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერების რიცხვმა თითქმის 5000-ს მიაღწია და მათი უმრავლესობა ჰიტია. ამბობს, რომ 25 წლის დაწერილები, ახალ თაობასაც მოსწონს და კონცერტებზე მათზე დიდი მოთხოვნაა... მოკლედ, თავისი შემოქმედებით მსმენელამდე ახლოს მივიდა. მან ეს შეძლო...

ბევრმა არც იცის, რომ ყველასთვის საყვარელმა კომპოზიტორმა არაერთი დაავადება დაამარცხა, მათ შორის სმენის პრობლემები.

"რაც შეეხება სმენის პრობლემებს, ეს არ არის ახალი ამბავი, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა, ანუ სმენა, მასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი, რომლის შესახებაც მანამდე არც მსმენია. ის ეტაპობრივად განვითარდა ორივე ყურში და თითქმის სამოცდაათი პროცენტით დამაკლდა ყურთასმენა. თავიდან ვატყობდი ცოტ-ცოტა პრობლემებს, მაგრამ ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი ჩემმა მებობარმა სულ ძალისძალით მომიგვარა ყველაფერი და გამიშვა გერმანიაში, სადაც გავიკეთე ორივე ყურში ოპერაცია და ამჟამად მაქვს იმპლანტები. ახლა კარგი სმენა მაქვს..." - ამბობს რუსა მორჩილაძე ერთ-ერთ გადაცემაში.

მისი ცხოვრება და ბრძოლა მართლაც სამაგალითოა.

- ალბათ, ერთი ხელი გვეყოფა იმ კომპოზიტორების ჩამოსათვლელად, ვისაც ბოლო 20 წელიწადში ამდენი სიმღერა აქვს შექმნილი, როგორც თქვენ...

- თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, ერთი ხელიც არ არის საჭირო, ერთი თითიც გეყოფათ, რადგანაც სასიმღერო ჟანრში ჩემზე მეტი სიმღერა მართლა არავის დაუწერია, თორემ კლასიკური ფორმები შეიძლება, სხვებს მეტიც ჰქონდეთ. კი, ეს სიმართლეა - სასიმღერო ჟანრში ჩემზე მეტი ნამდვილად არავის შეუქმნია...

- როდის მოდის მუზა და როცა მოდის, სიმღერა მაშინვე იწერება?

- მუზა მაშინ მოდის, როცა არის იდეა. როცა რაიმეზე ვბრაზდები, რაიმე მიხარია, - ეს ჩემთვის რაღაცის შექმნის საწყისი, იმპულსი და გარკვეული ფლუიდია. ყველაფერი ჯამში კი იდეაა იმისთვის, რომ სიმღერა დავწერო. შეიძლება, რაღაცაზე ვიდარდო და ამაზე აეწყოს მთელი ამბავი, ფილოსოფია. ეს ხომ იდეებია? შეკვეთაც იდეაა. ამ დროს მოდის რაღაც ბგერების "სიგნალი“, რაც მერე ტვინში იხარშება და შესაძლოა, 6 თვის, ერთი წლის მერე დავწერო. ისე, არ არის, რომ იდეას ფუნთუშასავით ვაცხობ. როგორც ვთქვი, ეს იმპულსები, ფლუიდები, იდეებია... მუსიკა ჩემში ღრმა ბავშვობაში გაჩნდა. იმ წლებში მუზები ჩემთან თავისთავად დაბოდიალობდნენ, მაგრამ უკვე იმ ასაკში, როცა შენში რაღაცები წყნარდება და ბალანსდება, ყველაფერს ალაგებ და უკვე იდეების დონეზეც დადიხარ.

წაიკითხეთ სრულად