84 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, ჯეინ ფონდამ გამოცემა Daily Mirror-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ჯენიფერ ლოპესმა მისი კარიერა გადაარჩინა.
„ჯენიფერ ლოპესთან ფილმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი დაბრუნება იყო კინემატოგრაფიაში. მე მაშინ 65 წლის ვიყავი. ადამიანებმა ჯეი ლოსთვის ნახეს ფილმი და უეცრად მეც ხელახლა აღმომაჩინეს“, – აცხადებს ფონდა.
საუბარია ფილმზე „როცა შენი დედამთილი მონსტრია“. ჯეი ლოს გულშემატკივრებმა ფილმი მაშინ გაიხსენეს, როდესაც ბენ აფლეკის დედამ განაცხადა რომ ჯენიფერ ლოპესის რძლობით აღფრთოვანებული არ არის.