"საუკეთესო წყვილი" - სანდრო ჩიჩუა და ანა ნაცვლიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებენ - Marao

"საუკეთესო წყვილი" - სანდრო ჩიჩუა და ანა ნაცვლიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

2022-08-16 11:21:54+04:00


ანა ნაცვლიშვილი ცნობილი მშობლების, ნინა ცქიტიშვილისა და ვახო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.

ამჯერად ანა ფოტოებს რჩეულთან, სანდრო ჩიჩუასთან ერთად აქვეყნებს. საზოგადოება სანდროსაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია. მისი და, ლიზა ჩიჩუა კი, სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას გაჰყვა ცოლად.

"ულამაზესი წყვილი" - ანა ნაცვლიშვილი და სანდრო ჩიჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

ულამაზესი წყვილი - სანდრო ჩიჩუასა და ანა ნაცვლიშვილის რომანტიკული ფოტოები