"ნეკას უნდა, რაღაც ფორმით შური იძიოს, ის ამას ვერ ეგუება... ნიკოლოზი ყველას სთხოვს, რომ... " - ბასილაშვილის ადვოკატი დოროყაშვილის სკანდალურ ჩვენებაზე კომენტარს აკეთებს - Marao

"ნეკას უნდა, რაღაც ფორმით შური იძიოს, ის ამას ვერ ეგუება... ნიკოლოზი ყველას სთხოვს, რომ... " - ბასილაშვილის ადვოკატი დოროყაშვილის სკანდალურ ჩვენებაზე კომენტარს აკეთებს

2022-08-17 13:24:59+04:00


16 აგვისტოს გამართულ მორიგ სასამართლო სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება მისცა.

მან ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა და თქვა, რომ ჩოგბურთელის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ ჩვენებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმმა" ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩაწერა, რომელმაც თქვა:

"ამ ბრალდებებზე ნიკოლოზს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, სრულიად უსაფუძვლოა. მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. დაველოდოთ პროცესების დასრულებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ნიკოლოზს რომ მასე არ უძალადია, ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ ნეკა დოროყაშვილმა. უბრალოდ, ნეკა ვერ ეგუება განშორებას,

ღალატს. მას ჰყავს საცოლე და ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ამას ნეკა აღიქვამს როგორც ღალატს. ნეკა დღემდე დაკავებულია იმით, რომ რაღაც ფორმით შური იძიოს ნიკოლოზზე.

წაიკითხეთ სრულად