მომღერალმა და მსახიობმა ანდრია გველესიანმა ჟურნალ „სარკესთან“ მისი და მაიკო ვაწაძის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:
„სანის დაბადებამ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ბავშვია ოჯახში, მას იმდენი დრო მიაქვს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს მეუღლეს და საყვარელ ადამიანსაც სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება.
ჩვენს შორის სიყვარული რომ არ ვითარდებოდეს, ერთად ცხოვრებას ვერც გავაგრძელებდით. ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერდება.
ჩემი და მაიკოს მიზანია, ვიყოთ თავისუფალი ადამიანები და შვილიც ასე გავზარდოთ.
ორი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბალანსი. როდესაც შენს მინუსებს შენი მეორე ნახევარი გიბალანსებს, ის იდეალური ვარიანტია. მაიკო ბევრად უფრო პრაგმატული ადამიანია და ხშირად ჩამომიყვანს ხოლმე დედამიწაზე
ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს საქმეზე. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. როდესაც ძალიან მაგარი პროფესიონალი მსახიობები გყავს გვერდით ამაში მინუსი რა უნდა იყოს?
მაიკოს არ ერიდება, თავისი აზრი გამოხატოს. არც მოწონებას დამალავს და არც არმოწონებას. ეს მხიბლავს მაიკოში, რომ პირფერობა არ ახასიათებს. ძალიან სწორ შენიშვნებს მაძლევს.“- ამბობს ანდრია.

„ზოგიერთ მანდილოსანს შეიძლება ძალიან უბრალო სამოსი ეცვას და იმდენად იხდენდეს, ეს მის მაღალ გემოვნებაზე მიანიშნებდეს” - ანდრია გველესიანი
„ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გხედავ“ - ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ოჯახური ცხოვრება და შვილის ახალი ფოტოები
„ვისაუბრებ შენზე და ჰოლივუდი მომისმენს... ყველაზე მეტად მიყვარხარ...“ - როგორ მიულოცა ანდრია გველესიანმა მეუღლეს დაბადების დღე