9 რამ, რასაც მხოლოდ წყვილები აკეთებენ - Marao

9 რამ, რასაც მხოლოდ წყვილები აკეთებენ

2022-08-23 09:53:28+04:00


შესაძლოა ფიქრობთ, რომ პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა გაქთ, თუმცა ზოგჯერ მაინც ჩნდება გარკვეული ეჭვები. ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და არ საჭიროებს რაიმე სახის კონვენციის დაცვას. ასე რომ, თუ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, მაშინ ეს 9 საქმე ერთად უნდა აკეთოთ.

თქვენ მუდმივი ურთიერთობა გაქვთ

იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი ხანია ხვდებით, მაინც არ წყვეტთ ერთმანეთისთვის თბილი შეტყობინებების გაგზავნას, ინტერნეტში ნაპოვნი ფოტოების და სულელური ხუმრობების გაზიარებას. თქვენ საუბრობთ facetime-ზე. თუ რომელიმე თქვენგანი სხვა ქვეყანაშია, ძილის წინ აუდიო შეტყობინებებს უცვლით ერთმანეთს. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი ან შემაშფოთებელი შეგემთხვევა, ურეკავთ რომ დაგამშვიდოს და გაიზიაროს შენი ემოციები.

ხშირად ეხუტები

ჩახუტება თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „რიტუალია“. ჩახუტებისას დაცულად გრძნობ თავს და ამავდროულად, გრძნობ მის განსაკუთრებულ სითბოს. ასე რომ, თუ მაინც არ მოგბეზრდათ ჩახუტება - მაშინ თქვენთან ყველაფერი კარგადაა. ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ჩახუტება ოქსიტოცინის (სიხარულის ჰორმონის) უფრო მეტ პროცენტს გამოყოფს, ვიდრე კოცნა.

თქვენ არ გერიდებათ გაუზიაროთ თქვენი გრძნობები და გამოცდილება ერთმანეთს

სამსახურში ან ნათესავებთან პრობლემებიც რომ ჰქონდეს, გაგიზიარებთ. თქვენ, თავის მხრივ, იცით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ მას. არ გეშინიათ ერთმანეთთან საუბარი გრძნობებსა და სურვილებზე - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებულია.

ითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს

თუ მას მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, დიდი ალბათობით ერთად უყურებთ. მიუხედავად იმისა, რომ შორს ხართ ფეხბურთის გულშემატკივრობისგან, მიიღებთ დიდ სიამოვნებას მისი მღელვარების გაზიარებით. ისიც არ იტყვის უარს თქვენთან ერთად ახალ გამოფენაზე ან თეატრში წასვლაზე „უცნაური სპექტაკლის“ სანახავად. ის შენთან ერთად იოგაზე წასვლასაც კი დააპირებს, რათა გაიგოს რა არის შენში განსაკუთრებული.

ის არ წყვეტს თქვენს გაოცებას

ხშირად გიმზადებს სიურპრიზებს. მას შეუძლია ზაფხულში იყიდოს ორი ბილეთი, თუნდაც შაბათ-კვირისთვის და ამის შესახებ გითხრათ ფრენის წინა დღეს, თქვენ კი რომანტიკულ ვახშამს მოაწყობთ შუა კვირაში. ფიქრობთ ერთმანეთის სიამოვნებაზე, თუნდაც ეს სიურპრიზები ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო იყოს. დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა ყველაზე მნიშვნელოვანია.

დახვეწილი ხუმრობები გაქვთ

თქვენ გაქვთ ხუმრობები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გესმით. ამიტომაც არ მოგბეზრდებათ არც სასაცილო წვეულებაზე და არც სახლში. თქვენ იცით, როგორ მოაგვაროთ კონფლიქტები, ყველაფერს იუმორში ატარებთ და ხანდახან დასცინით ერთმანეთს, როგორც ძველი მეგობრები. მერწმუნეთ, ძალიან იშვიათია, როცა საპირისპირო სქესის ორ ადამიანს ერთნაირი იუმორის გრძნობა აქვს.

ერთად გეგმავთ მომავალს

არა, თქვენ არ ითვლით რამდენი დაჯდება თქვენი ქორწილი, უბრალოდ გიყვართ საუბარი იმაზე, თუ რომელ ქალაქში შეგეძლოთ რამდენიმე თვე იცხოვროთ და სად წახვიდეთ საოცნებო შვებულებაში. ასევე გიყვართ ბინის მოწყობა და ყოველთვის წახვალთ კომპრომისზე კედლებისა და ავეჯის ფერის არჩევისას. თქვენ ასევე შესაძლოა აპირებთ ახალი უცხო ენის ან ახალი ჰობის სწავლას.

არ გერიდებათ ერთად გამოჩენა

რაღა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ, თუმცა როგორც კი ერთმანეთის მკლავებში დაბრუნდებით, საღამო კიდევ უფრო მხიარული ხდება. გიყვართ სადმე ერთად წასვლა და არც კი გიფიქრიათ, რომ ოდესმე ერთად უხერხულად იგრძნობთ თავს.

ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით

მწუხარებაში საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა საქმის ნახევარია, მაგრამ მისი გულწრფელი გახარება შეიძლება რთული იყოს. მით უმეტეს, თუ ახლა თქვენს სფეროში პაუზა გაქვთ და ის კი კარიერისკენ მიმავალ გზაზე წარმატებებს აღწევს. თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთის განვითარებისა და ახალი ნაცნობების შეძენის სურვილს და როდესაც საყვარელი ადამიანი მიაღწევს მიზანს, გულწრფელად ამაყობთ მისით.

<div> 

 

</div>