პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან თითქმის 25 წელი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის მაინც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. 1997 წლის 31 აგვისტოს საღამოს, პრინც ჩარლზის ყოფილი მეუღლე მილიარდერ დოდი ალ-ფაიდთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. ექიმებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა მოახერხეს და ლედი დი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა.
თუმცა, პრინცესას დაკრძალვის შემდეგ, მისმა ზოგიერთმა ნათესავმა გაიხსენა, რომ დიანამ საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ძალიან განვითარებული ინტუიცია ჰქონდა და რეგულარულად იღებდა რჩევებს პირადი ასტროლოგისგან. რთული განქორწინების წინ, მისი რწმენა მისტიკური ძალებისადმი გაძლიერდა. ასტროლოგმა დიანას შეატყობინა, რომ თუ ის სამეფო ოჯახს არ დატოვებდა, საბოლოოდ გაგიჟდებოდა, ვერ გაუძლებდა ქმრის ახლობლების სიცივესა და გულგრილობას.
კითხვის გაგრძელება...