5-11 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

5-11 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2022-09-05 13:32:19+04:00


ვერძი

კვირის მნიშვნელოვანი თემებია ჯანმრთელობა და კარიერა. საუკეთესი დროა გამოკვლევების, მკურნალობის კურსის ჩასატარებლად. შემოგთავაზებენ პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სამსახურს. კარგი იქნება, თუ უქმეებზე სახლს უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლებთ.

კურო

ახალი პროექტების დაწყების, ჰობის განვითარების პერიოდია. საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ მეტი დრო, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ყველაფერს საჩუქრებზე ნუ დახარჯავთ.

ტყუპი

თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება და მეტი დრო დაუთმეთ გადაკეთებას, გამოსწორებას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები, გაითვალისწინეთ ახლობლების მოსაზრებები.

კირჩხიბი

ამ კვირაში მომრიგებლის როლი უნდა შეასრულოთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა ასაკით უფროს და უმცროს თაობებს შორის. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, გახშირდება მგზავრობა, მივლინება. სხვათა შორის, რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ მგზავრობისას.

ლომი

იყავით მომართული მატერიალური საკითხების მოგვარებაზე. მოაწერიგეთ საყოფაცხოვრებო თემა, გადააკეთეთ, გამოასწორეთ. შეამცირეთ კონტაქტები საეჭვო ადამიანებთან. არ გირჩევთ მათთან რაიმე საქმიანობას, დიალოგსაც კი. აგრეთვე, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებს.

ქალწული

საქმეების პარალელურად ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. დაუთმეთ დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ ცოდნის დონეს, ჩაეწერებით სასწავლო კურსებზე, რაც მომავალში საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. იუბილარებს საჩუქრები და სიურპრიზები გელოდებათ.

სასწორი

მსუბუქი ვალდებულებები შეასრულეთ. არ გირჩევთ საკუთარი მოსაზრების ჯიუტად მტკიცებას, ძალაუფლების მქონე პირებთან ურთიერთობის დაძაბვას. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. დაუთმეთ დრო იმ საქმიანობას, მაგალითად, ჰობის, რისთვისაც ადრე ვერ იცლიდით.

მორიელი

განახორციელეთ თქვენი იდეები, მიზნები; პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ საეჭვო, ჩახლართულ საქმეებში გარევას. გააქტიურდით ინტერნეტფორუმზე, ინტერნეტჯგუფებში. კვირის ბოლოს აკონტროლეთ გამონათქვამები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან.

მშვილდოსანი

გაიცნობთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. მოგეცემათ პროექტების რეალიზების შესაძლებლობა. ფრთხილად სპორტული აქტიურობისას, არ გირჩევთ სახიფათო ილეთების შესრულებას. დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით მომართული კავშირის განმტკიცებაზე.

თხის რქა

დაკვირვებით აწარმოეთ საქმეები; იყავით მომართული საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. კვირის ბოლოს ყურადღება გმართებთ საბუთების შედგენისას, მგზავრობისას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ უცხოელთან ან მგზავრობის დროს.

მერწყული

საქმეები ისე აწარმოეთ, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია. განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. ფული პარტნიორებს თანაბრად გაუნაწილეთ. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო პროექტებში, განსაკუთრებით, მერკურის რეტროგრადულობის დროს. გაფრთხილდით, არ გახდეთ აფერისტების გონივრულად დაგებული მახის მსხვერპლი.

თევზები

საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტად უნდა გამოავლინოთ დიპლომატიურობა. იყავით დაკვირვებული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას, ნურავის ჩაახედებთ თქვენს საქმეებში. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ, რომანტიკულ ადგილას გაემგზავრეთ.