უკვე რამდენიმე დღე გავიდა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, თუმცა საზოგადოება მათ შესახებ საუბარს არ წყვეტს.
თაფლობის თვიდან დაბრუნებული ჯეი-ლო და ბენ აფლეკი პაპარაცებმა მალიბუში გადაიღეს. მეუღლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს ჯენიფერ ლოპესის ტყუპს და კულინარიულ ფესტივალზე, Chili Cook-Off-ზე წაიყვანეს.
ჯენიფერი საზაფხულო კაბაში უნაკლოდ გამოიყურებოდა. წყვილის გულშემატკივრები წერენ, რომ ლოპესი ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხოლო მისი და ბენის ურთიერთობა შეუდარებლად ჰარმონიულია.

