„16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი” - ია ნინიძის ცხოვრების გზა, ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა - Marao

„16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი” - ია ნინიძის ცხოვრების გზა, ღალატი, დიდი სიყვარული და ლამის ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

2022-09-08 16:53:01+04:00

"ციური მერცხლების" ვარსკვლავს ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს ადარებდნენ. მსახიობებს გარეგნულ მსგავსებასთან ერთად, ბევრი საერთოც ჰქონდათ, იმედგაცრუება სიყვარულში და ორივე ებრძოდა სიმსივნეს. დაავადებასთან ბრძოლაში ია ნინიძეს, ოდრისთან შედარებით, გაუმართლა და მან ავადმყოფობა დაამარცხა.

იას ადრეული ასაკიდან ჰქონდა სამსახიობო მონაცემები, 5 წლიდან კი ბალეტით "დაავადდა". პიონერთა სასახლის სტუდიაში მოცეკვავე, გიორგი დანელიამ შენიშნა, რომელიც ფილმისთვის გოგონას ეძებდა. ნინიძე ამბობს, რომ კინოში მონაწილეობა არ სურდა, მაგრამ დედამ და დეიდამ დაარწმუნეს, რომ გადაღებებში მონაწილეობა მიეღო. ოთხი წლის შემდეგ ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში“ დაუძახეს.

მის ცხოვრებაში პოპულარობა "ციური მერცხლების" გადაღების შემდეგ მოვიდა.

”მთავარი როლისთვის კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი: მე ვიყავი დენისი! ისეთივე მსუბუქი, ღია, ხულიგნური და ამავდროულად, გულუბრყვილო”, - ამბობდა ვარსკვლავი.

დღეს ია ნინიძე იუბილარია, მსახიობს 8 სექტემბერს 62 წელი შეუსრულდა...

"ციურ მერცხლებში“ ანდრეი მირონოვთან ერთად გადაღება ამაღელვებელი იყო, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე საინტერესო ეტაპი ფილმის დასრულების შემდეგ დაიწყო. ია 18 წლის ნიკო შენგელაიას, სოფიკო ჭიაურელის უფროს ვაჟს შეხვდა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ია შეყვარებულს მხოლოდ ბებია-ბაბუის თანდასწრებით ხვდებოდა.

ორი წლის შემდეგ ნიკომ ია დანიშნა, მაგრამ ნიშნობის ბეჭედი პატარა აღმოჩნდა და გადიდების შემდეგ კი გაიბზარა... მომავალმა დედამთილმა მას ახალი სამკაული აჩუქა. სოფიკო ჭიაურელი მაშინ უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო და სწორედ მან იზრუნა, რომ ნინიძეს არასრულწლოვანს ექორწინა.

წაიკითხეთ სრულად