ანი ფხაკაძე მისის დე სადელიერი გახდა - ახალი კადრები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ქორწილიდან - Marao

ანი ფხაკაძე მისის დე სადელიერი გახდა - ახალი კადრები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ქორწილიდან

2022-09-09 14:22:05+04:00


კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონის უნივერსიტეტში.

ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს. ახლახან ანი ფხაკაძე გათხოვდა. მისი რჩეული ამურ დე სედლერია.

„მისტერ და მისის სედლერები“, - წერს ანი გავრცელებულ ფოტოებზე.