ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet-ის ("სხვისი შვილის“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია.
სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ.
ნანა სტამბოლიშვილმა მთავარი გმირი, ცნობილი თურქი მსახიობი სილა თურქოღლუ შეცვალა. მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სერიალის მესამე სეზონის პირველი თიზერი გავრცელდა, სადაც ნანა და თურქი მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ჩანან. მართალია, ქართველი მაყურებელი ამან ძალიან გაახარა, მაგრამ ისეთივე აღფრთოვანებით არ შეხვედრიან სერიალის სხვა, უცხოელი გულშემატკივრები.
სერიალის "იუთუბის" ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ თიზერს აკრიტიკებენ ესპანელი და რუმინელი მაყურებლები. სერიალი მათ ქვეყნებშიც გადის და პოპულარულია. ისინი მსახიობ სილა თურქოღლუს დაბრუნებას სთხოვენ და წერენ, რომ მის გარეშე მესამე სეზონის ყურებას აზრი არ ექნება...
