მუსიკოსმა, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა, ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება - 12 სექტემბერი. ლიზი დედალამაზიშვილის პირველი დღე სკოლაში“ - წერს ის.
გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის უფროსი ქალიშვილი ლიზი პირველ კლასში მივიდა. ფოტოებზე ჩანს, ის ტრადიციული უკრაინული ორნამენტებით გაფორმებულ სამოსშია გამოწყობილი.
![](/media/images/stories/gigi_fa296.jpg)
![](/media/images/stories/gigi-2_7a2a4.jpg)