ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ ინტერესი მათი პირადი ცხოვრებისადმი არ ცხრება. ცნობილი გახდა ისიც, რომ თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ფეხბურთელი ნუგზარ სპანდერაშვილია.
წყვილმა სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - „ძალიან უხდებით ერთმანეთს“, „რა ლამაზები ხართ ერთად, თაკო, ქალღმერთი ხარ“, „ულამაზესი წყვილი“ - წერენ კომენტარებში.
