13 სექტემბერს ჟან-ლუკ გოდარი გარდაიცვალა. აქამდე უცნობი იყო რეჟისორის სიკვდილის ზუსტი მიზეზი. მისი წარმომადგენლის განმარტებით, გოდარმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა.
"მან შვეიცარიაში (შვეიცარიაში ევთანაზია ლეგალურია) ლეგალური გზით სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტა. მას რამდენიმე დაავადება აწუხებდა". – ამბობს გოდარის წარმომადგენელი.
ფრანგული გამოცემა Liberation-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ რეჟისორი ავად არ იყო:
"ის არ იყო ავად, უბრალოდ გამოიფიტა და დაიღალა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ემცნო".
2014 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე გოდარმა ევთანაზიის შესახებ ასე ილაპარაკა:
"თუ ძალიან ავად ვიქნები, საერთოდ არ მაქვს სურვილი, ეტლით მაგორაონ აქეთ-იქით. მირჩევნია, საკუთარი ნებით დავასრულო ყველაფერი".