ადამიანის მომხიბვლელობასა და თვითდაჯერებულობას განსაზღვრავს მისი ღიმილი, რომელიც კბილების მდგომარეობასა და მათ სიჯანსაღეზე დამოკიდებულია. გარდა ესთეტიკისა, კბილები ადამიანის ორგანიზმის ჯამრთელობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ მათზეა დამოკიდებული საკვების მონელების და გადამუშავების პროცესი, რომლის დარღვევაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს იწვევს.
კბილების დაკარგვა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას არ წარმოადგენს და თუ თქვენ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, თანამედროვე სტომატოლოგია გთავაზობთ ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს, "დენტალურ იმპლანტაციას“.
ამის შესახებ უფრო ვრცლად სასაუბროდ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „სმაილ სტუდიოს“ ვეწვიეთ, რომელიც 2020 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან კლინიკის გუნდი თქვენს სრულყოფილ ღიმილსა და სილამაზეზე ზრუნავს.
კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი სტომატოლოგიური ბრენდების აპარატურით, მასალითა და ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ხარისხიანი მომსახურების განსახორვიელებლად აუცილებელია.
„სმაილ სტუდიოში“ მომსახურებას გაგიწევენ მოქმედი ასოცირებული პროფესორები, კლინიკის ყველა ექიმი ჩართულია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.
დენტალურ იმპლანტაციაზე ვრცლად გვესაუბრება კლინიკის ყბა-სახის ქირურგ-იმპლანტოლოგი ნიკა ბატიაშვილი.

- რა არის იმპლანტი?
- იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და შემდგომ მასზე ფიქსირდება ხელოვნური გვირგვინი.
იმპლანტის უპირატესობებია: ჰგავს ბუნებრივ კბილს და აქვს ბუნებრიობის შეგრძნება. არ ზიანდება კარიესით, არ იცვლის ფერს, სრულად აღადგენს ესთეტიკას და ფუნქციას.
- რა ტიპის იმპლანტები არსებობს და რით განსხავავდება ისინი ერთმანეთისგან?
- დღესდღეობით მსოფლიოში სხვადასხვა იმპლანტი იწარმოება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხით, ფორმით, მასალით და ოპერაციის ჩატარების მეთოდით.
ორეტაპიანი მეთოდი უფრო პოპულარულია. იგი ითვალისწინებს თავდაპირველად იმპლანტის მხოლოდ ფესვის ნაწილის დამაგრებას, რის შემდეგაც ღრძილი იკერება, ხოლო 4-6 თვის შემდეგ მაგრდება მასზე გვირგვინოვანი ნაწილი.
ერთმომენტიანი იმპლანტაციის დროს პროთეზირებას იწყებენ რამდენიმე დღეში, თუმცა ხშირად კლინიკური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა.
- რამდენად რთული პროცედურაა დენტალური იმპლანტაცია?
- დღესდღეობით საკმაოდ დაიხვეწა იმპლანტის ჩანერგვის პროცედურა. იგი მიმდინარეობს მინიმალური ინვაზიით (ჩარევით). ყველაზე თანამედროვე მეთოდია "იმპლანტაცია ქირურგიული შაბლონის გამოყენებით“. გაიდი გვეხმარება, მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს იმპლანტის პოზიციონირება ყბის ძვალში.

- როგორია იმპლანტის ფუნქციონირების ვადა?
- ვადები დამოკიდებულია იმპლანტის ხარისხზე, მართებულად დაგეგმილ და სწორად ჩატარებულ ოპერაციაზე.
ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის მხრიდან სათანადო მოვლა, ჰიგიენა და პროფილაქტიკური ვიზიტები ექიმთან. „სმაილ სტუდიოში“ გვაქვს იმპლანტების ფართო არჩევანი. „სმაილ სტუდიოში“ ვზრუნავთ, პაციენტს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო შევუქმნათ.
„ერთად შევქმნათ თქვენი სრულყოფილი ღიმილი“
R