რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უკვე წლებია ერთად არიან. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი ოჯახი ნამდვილად გამოირჩევა სილამაზითა და ჰარმონიულობით. დღეს რეზი არველაძე იუბილარია.
მას მეუღლე ერთად გადაღებული ფოტოთი ულოცავს და წერს: „სიყვარული“.
„გაუმარჯოს რეზიკოს“, „სულ ასეთი ლამაზები მენახეთ“, "ულევი ბედნიერება თქვენ“, - წერენ კომენტარებში.