ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ „სხვის შვილში“ მთავარ როლს შეასრულებს. ნანამ ამ როლზე მსახიობი სილა თურქოღლო შეცვალა, რასაც სერიალის მაყურებლების მხრიდან დიდი აგრესია მოჰყვა.
ამჯერად ნანუკა სტამბოლიშვილი სერიალის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, ჩემი ქართველების შეფასებები… ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ. უფალი ჩვენკენ…“
