თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. მსახიობს რამდენიმე პროექტი ჰქონდა და ბოლოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.
კარიერულ წარმატებასთან ერთად, თაკო ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრების გამოც მოექცა, როდესაც გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ განაცხადა. მის მიმართ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.
ამჯერად სოციალურ ქსელში ქვეყნდება ბავშვების ფოტოები, რომლებმაც სწავლა დაიწყეს. მათ შორის არიან გია ბაღაშვილის და თაკო ტაბატაძის შვილებიც.
„ბედნიერი სასწავლო წელი“ – წერს თაკო ტაბატაძე და შვილების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც ახალი სასწავლო წლიდან სწავლა განაახლეს.

