მსახიობი ენ ჰეთეუეი ნიუ-იორკში, Michael Kors-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას დაესწრო. ენი შოუზე ანა ვინტურის გვერდით დაჯდა. სწორედ ამიტომ, მსახიობმა „ეშმაკს აცვია პრადას“ ფილმიდან შთაგონებული თავისივე პერსონაჟის სამოსი მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ფილმში ენ ჰეთეუეი მერილ სტრიპის პერსონაჟის ასისტენტის როლს ასრულებს, ხოლო მერილის პერსონაჟი თავად ანა ვინტურის პროტოტიპია. ენის ჩაცმულობამ კრიტიკოსების ყურადღება უმალვე მიიქცია და მის სტილს სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჰეთეუეის ეცვა შავი მაღალყელიანი სვიტერი, რომელიც შოკოლადისფერ ტყავის მოსაცმელს შეუსაბამა, ზუსტად ისე, როგორც ფილმში მის პერსონაჟს აცვია.
