„ყველაზე დახვეწილი წყვილი ხართ“ - მარიკა თხელიძე და გიორგი მანველაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ - Marao

„ყველაზე დახვეწილი წყვილი ხართ“ - მარიკა თხელიძე და გიორგი მანველაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

2022-09-16 12:17:23+04:00


მომღერალი მარიკა თხელიძე და მისი მეუღლე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი მანველაძე, ახალ ფოტოებს აქვეყნებენ.

„საოცრად გამოიყურებით“, „ყველაზე დახვეწილი წყვილი ხართ“ - წერენ მარიკას გამომწერები.

წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში: „გიორგის მიმართ პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე. მალევე სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“, - ამბობდა მარიკა თხელიძე.